რეფლექსია
რეფლექსია
სოციალური პროექტი
„ვუსმენთ და ხვატავთ წელიწადის დროებს“
სოციალური პროექტი „ვუსმენთ და ვხატავთ წელიწადის
დროებს“ განვახორციელე მესამე კლასის მოსწავლეეების მონაწილეობით.
4 მარტი -25 მარტი 2019 წელი;
პროექტის მიზანი
იყო სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ურთიერთდაკავშირება.მათი ერთიანობაში აღქმა.შემოქმედებითობისა
და ორიგინალური აღქმის უნარების განვითარება.
წინამოსამზადებელი პერიოდი მთლიანად დავუთმე მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენას და ბავშვების
ჯგუფებად გადანაწილებას.პროექტის თემიდან გამომდინარე ძირითადად
ანტონიო ვივალდის
მუსიკალურ ნაწარმოებებს ვუსმენდით.აღნიშნულ აქტივობაში მუსიკის მასწავლებელიც იღებდა
მონაწილებას.ამასთან ერთად იგი ფორტეპიანოზეც ასრულებდა ნაწარმოებებს.(რისთვისაც მადლობას ვუხდი მას).ბავშვები
ყურადღებით უსმენდნენ,აკეთებდნენ ჩანახატებს და შემდეგ აძლევდნენ მას დასრულებულ სახეს.თანდათანობით,ნელ-ნელა
ვუსმენდით მუსიკალურ ნაწარმოებებს წელიწადის დროებზე და ვხატავდით ფერწერულ სურათებს.სახატავ
საშუალებად ბავშვები უფრო პასტელს იყენებდნენ,რადგან პასტელში ულამაზესი ფერები აღმოაჩინეს და ამ ფერებით წელიწადის სხვადასხვა დროებს შეძლებისდაგვარად
გადმოსცემდნენ თავიანთ ნამუშევრებში.
მუშაობის
პროცესში ითვალისწინებდნენ ერთმანეთის რჩევებსა და მითითებებს,პატივს სცემდნენ ერთმანეთის
მოსაზრებებს.აფასებდნენ ნამუშევრებს მათი მხატვრული ღირებულებების მიხედვით.გამოიჩინეს სმენის კულტურა.
სკოლის სააქტო დარბაზში მოვაწყვეთ მათ მიერ შესრულებული
ნამუშევრების გამოფენა.მოვიწვიეთ სტუმრები სამუსიკო და სამხატვრო სკოლიდან.ასევე,მშობლები,სხვა
თანატოლი ბავშვები,მეგობრები და უფროს კლასელები.გამოფენა მუსიკალური ნაწარმოებების
ფონზე წარიმართა.ბავშვებმა რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოები თვითონაც შეასრულეს ფორტეპიანოზე.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების ნაწილს ჰქონდა
გაცდენები,ამან ვერ მოახდინა პროექტის მიმდინარეობაზე გავლენა.ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა
შეძლეს ფუნქციების გადანაწილება და დავალებების შესრულება.ბავშვები ინტერესით იყვნენ
ჩართულნი აქტივობებში.იყვნენ აქტიურები,თავდაჯერებულნი და მოტივირიბულები.პროექტი გეგმის
მიხედვით წარიმართა.არ გამხდარა საჭირო აქტივობების მოდიფიცირება.
მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას
და მეტ ყურადღებას გავამახვილებ ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების
მიხედვით ფუნქციების გადანაწილებასა და დავალებების შერჩევას,რითაც ხელს შევუწყობ მოსწავლეთა
თანაბარ ჩართულობას.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი-ეკატერინე
ზაბახიძე 25 მარტი- 2019 წელი.
Comments
Post a Comment