ვუსმენთ და ვხატავთ წელიწადის დროებს
სოციალური პროექტი: „ვუსმენთ და ვხატავთ წელიწადის დროებს“ სკოლის დასახელება -სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლა; საგანი -სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; პედაგოგი -ეკატერინე ზაბახიძე; კლასი- მესამე კლასი; პროექტის განხორციელების ვადა- 3 კვირა.4 მარტი- 25 მარტი.2019 წელი; პროექტის აქტუალურობა- პროექტის თემისადმი დაინტერესება გამოიწვია იმან,თუ როგორ შეძლებდნენ ბავშვები მოსმენილი მელოდიის ფერწერაში გარდასახვას და რა ფერებით დახატავდნენ წელიწადის დროებს. პროექტის განხორციელების გზები; წინამოსამზადებელ პერიოდში ბავშვებს დავყოფ ჯგუფებად,რომლებიც სხვადასხვა ხასიათის მუსიკალურ ნაწარმოებებს მოისმენენდა დახატავენ განსხვავებულ ფერწერულ სურათებს. . გადანაწილდება მათი ფუნქციები და მოვალეობები; . მოვისმენთ მუსიკალურ ნაწარმოებებს.კერძოდ,ანტონიო ვივალდის სავიოლინო კონცერტს,რომელიც წელიწადის დროებს ეძღვნება; . მუსიკის მასწავლებელს ვთხოვთ შეგვისრულოს სხვადასხვა ხასიათის მუსიკალური ნაწარმოებები ფორ...