ვუსმენთ და ვხატავთ წელიწადის დროებს
სოციალური პროექტი:
„ვუსმენთ და ვხატავთ
წელიწადის დროებს“
სკოლის დასახელება-სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო
სკოლა;
საგანი-სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
პედაგოგი-ეკატერინე ზაბახიძე;
კლასი- მესამე კლასი;
პროექტის განხორციელების
ვადა- 3 კვირა.4 მარტი-
25 მარტი.2019 წელი;
პროექტის აქტუალურობა- პროექტის თემისადმი დაინტერესება გამოიწვია იმან,თუ
როგორ შეძლებდნენ ბავშვები მოსმენილი მელოდიის ფერწერაში გარდასახვას და რა ფერებით
დახატავდნენ წელიწადის დროებს.
პროექტის განხორციელების გზები;
წინამოსამზადებელ
პერიოდში ბავშვებს დავყოფ ჯგუფებად,რომლებიც სხვადასხვა ხასიათის მუსიკალურ ნაწარმოებებს
მოისმენენდა დახატავენ განსხვავებულ ფერწერულ სურათებს.
. გადანაწილდება მათი ფუნქციები და მოვალეობები;
. მოვისმენთ მუსიკალურ ნაწარმოებებს.კერძოდ,ანტონიო
ვივალდის სავიოლინო კონცერტს,რომელიც წელიწადის
დროებს ეძღვნება;
. მუსიკის
მასწავლებელს ვთხოვთ შეგვისრულოს სხვადასხვა
ხასიათის მუსიკალური ნაწარმოებები ფორტეპიანოზე;
. მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოებების მიხედვით დავხატავთ სურათებს შემდეგ თემებზე:გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,
ზამთარი;
. ვისაუბრებთ მუსიკალური
ნაწარმოებების შესახებ:რა მოგვეწონა და რატომ:რა განწყობა გვეუფლებოდა მუსიკის მიმართ
ან მისი სმენის პროცესში.რა ფერებით დავხატავთ და რატომ;
.რა მასალას გამოვიყენებთ ხატვის დროს,რომელს ვანიჭებთ
უპირატესობას და რატომ;
. მოვაწყობთ ჩვენი ნამუშევრების გამოფენას სკოლის
სააქტო დარბაზში,სადაც განწყობის ასამაღლებლად გავაჟღერებთ ანტონიო ვივალდის ნაწარმოებებს
წელიწადის დროებზე.
. მოვიწვევთ სტუმრებს სამუსიკო და სამხატვრო სკოლიდან.ასევე,მშობლებს,თანატოლებს,მასწავლებლებს
და უფროს კლასელებს;
პროექტის მიზანი- პროექტის თემის მიზანია
ბავშვები გაეცნონ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკალურ ნაწარმოებებს,მათ ბიოგრაფიულ
ცნობებს.ასევე, გაარჩიონ ერთმანეთისაგან ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა.
გაეცნონ ქართულ
ფოლკლორს,შემსრულებლებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს.განუვითაროთ მუსიკალური ნაწარმოებით
მიღებული შთაბეჭდილებების გმოხატვის უნარი კონკრეტულ ნამუშევარში;გამოიყენონ სხვადსხვა
სახატავი ტექნიკა და მასალა;მოაწყონ საკუთარი ნამუშევრების სასკოლო გამოფენა მათ მიერშერჩეული მუსიკალური ნაწარმოების ფონზე;ასევე, თავად შეასრულონ მუსიკალური ნომრები
ფორტეპიანოზე;
მოსწავლეთ ორგანიზების ფორმა;
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა;
რისკები;
უამინდობის გამო სტუმრის ვიზიტის გადადება,გუგრილი
დამოკიდებულება თემის მიმართ,მოსწავლეთა გაცდენები.
პროექტის მდგრადობა;
მოსწავლეებს აემაღლებინათ და გაეღრმავებინათ
ცოდნა მუსიკალური ნაწარმოებების მიმართ,დაეკავშირებინათ მუსიკა და სახვითი ხელოვნება
ერთმანეთთან,ესაუბრათ მათ საერთო მახასიათებლებსა და ღირებულებებზე.აემაღლებინათ მუსიკალური
ნაწარმოების სმენის კულტურა;შეეფასებინათ და ესაუბრათ ნამუშევრის მხატვრული დანიშნულების შესახებ.მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას
გაუზიარებენ სხვა თანატოლ ბავშვებს,უფროსებს,სხვა საგნის მასწავლებლებს,მშობლებს.
მონიტორინგი;
თვალყურის დევნება
და რეკომენდაციების მიცემა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისას.
რესურსი:
კომპიუტერი,მუსიკალური
ცენტრი,ფორტეპიანო,სახატავი ფურცლები,საშლელი, სათლელი,უბრალო ფანქარი,ფერადი ფანქრები,ფლომასტერები,პასტელი,გუაში,აკვარელი,ფუნჯები;
პროექტის შედეგები;
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში
მოსწავლეებს განუვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები:წარმოსახვის,პრეზენტაციის,აღქმისა
და გადმოცემის უნარი,გამოავლენენ შემოქმედებითობასა და ორიგინალური ხედვის უნარს;სხვადასხვა
მასალით შექმნის კომპოზიციებს,დასმულ ამოცანას გადაჭრის დამოუკიდებლად, მეწყვილესთან
ან ჯგუფში მუშაობისას.ამოიცნობს ჩანაფიქრსა და განწყობილებას სხვის ნამუშევარში.აკეთებს
ანალიზს.უფრთხილდება საკუთარ და სხვის ნამუშევარს.მხარს უჭერს თანაგუნდელს და კეთილგანწყობილია
მის მიმართ.მონაწილეობს სასკოლო და საკლასო გამოფენებში.საუბრობს ხელოვნების ამათუ
იმ დარგის შესახებ(რომელი მოსწონს და რატომ)აკავშირებს სახვითი ხელოვნების შინაარსს(მაგ:წელიწადის
დროებს)იმავე თემაზე შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებთან.
იმედს ვიტოვებ, რომ პროექტში განხორციელებული ყველა
აქტივობა წარმატებით განხორციელდება.
Comments
Post a Comment